მელა და მაიმუნი
(იგავ-არაკი)
ერთი მაიმუნი თავშეყრილ ცხოველებს ართობდა, მალაყებს
გადადიოდა. მხეცებმა მაიმუნი შეაქეს და მეფედაც დასვეს. ამან მელა აღაშფოთა, ხაფანგში
სატყუარა ნახა, მაიმუნთან მივიდა და უთხრა: მეფეო, ამა და ამ ადგილას განძი ვიპოვე
და კანონით შენ გეკუთვნის, აიღე და ისვებედნიერეო.
მაიმუნმა მაშინვე ხაფანგს მიაშურა და შიგ გაება. დატყვევებულმა
მაიმუნმა მელას უსაყვედურა: ეს რა მიყავიო?
-აი, შე ბრიყვო, შენა, მეფობა კიდევ მოგინდებაო? - მიუგო
მელამ.
არაკი ამბობს:
ვინც საქმეს სიფრთხილით არ მოეკიდება, თავს
უბედურებას დაიტეხსო.
ეზოპე
No comments:
Post a Comment