კუ და არწივი
კუ არწივს ეხვეწებოდა: ფრენა მასწავლეო. არწივი ეუბნებოდა:
როგორ იქნება, სად კუ და სად ფრენაო. კუ მაინც თავისას გაიძახოდა: ფრენას როგორ ვერ
შევძლებო.
რა ექნა არწივს?
კუს ბრჭყალები ჩაავლო, ჰაერში აიტაცა და მერე გაუშვა:
აბა, იფრინეო.
კუ აბა, რას იფრენდა?! ჩამოვარდა და დაიმტვრა.
გიჟი მიუშვი ნებასა,
თვით შეეყრება სნებასაო, - ამაზეა ნათქვამი.
ეზოპე
No comments:
Post a Comment