მტრები
ორი კაცი იყო. ერთი ხომალდით მგზავრობდნენ. გზაში წაიჩხუბნენ.
ერთი კიჩოზე დაჯდა, მეორე - ქიმზე. უეცრად ქარიშხალი ამოვარდა. ხომალდს ზღვაში ჩანთქმას
უქადდა. კიჩოზე მჯდომმა მესაჭეს ჰკითხა: პირველად კიჩო ჩაიძირება თუ ქიმიო?
-ქიმიო, - უპასუხა მესაჭემ.
-აბა, ჩემს სიკვდილს აღარ ვნაღვლობ, რადგან ჩემი მტრის
დაღუპვას მოვესწრებიო, - სიხარულით შესძახა კიჩოზე მჯდომმა.
არაკი ამბობს: ზოგიერთმა ოღონდ მტერი ნახოს გასაჭირში და თავის უბედურებას არად დაგიდევსო.
ეზოპე
No comments:
Post a Comment